უეფამ ევროპა ლიგის 1/4 ფინალის 4 საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა
უეფამ ევროპა ლიგის პირველი 1/4 ფინალური შეხვედრების ოთხი საუკეთესო ფეხბურთლი დაასახელა. ნომინანტებს შორის არიან:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ლიდერი, ბრუნო ფერნანდეში, რომელმაც "გრანადას" კარში თერთმეტმეტრიანის გატანა მოახერხა.
"რომას" მეკარე, პაუ ლოპესი, რვა სეივით ამსტერდამის "აიაქსთან" შეხვედრაში; "ვილიარეალის" თავდამსხმელი, ხერარდ მორენო და პრაღის "სლავიას" ცენტრალური მცველი, ტომაშ გოლეში.
გამარჯვებული გამოვლინდება დღეს, 9 აპრილს, უეფას ოფიციალურ ვებ-გვერდზე მომხმარებლების ხმის მიცემის საშუალებით.
ასევე იხილეთ:
ბრუნომ დაასახელა იუნაიტედის 3 ექს-ფეხბურთელი, რომელთან ერთად თამაშსაც ამ კლუბში ისურვებდა