ავტორიზაცია

უეფამ ოსასუნას კონფერენს ლიგაში მონაწილეობის უფლება მისცა

უეფამ ოსასუნას კონფერენს ლიგაში მონაწილეობის უფლება მისცა
თარიღი 25 ივლ 2023, 15:25
უეფამ ახალ სეზონში "ოსასუნას" კონფერენს ლიგაში მონაწილეობის უფლება მისცა.

დღეს, 25 ივლისს, სპორტის საარბიტრაჟო სასამართლომ (CAS) ეს გადაწყვეტილება 
გამოაცხადა.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნავარას კლუბმა ცხრა წლის წინ ესპანეთის ჩემპიონატში გამართული მატჩები ჩააწყო, მაგრამ სასამართლომ დაადგინა, რომ "ოსასუნა" მაშინ გარემოებების მსხვერპლი გახდა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონატის გასულ სეზონში "ოსასუნამ" სატურნირო ცხრილში მეშვიდე ადგილი დაიკავა, რითაც რანგით მესამე ევროპული ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპის საგზურის მოიპოვა.