ავტორიზაცია

უეფას 2022/23-სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ვინაობა ცნობილია

უეფას 2022/23-სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ვინაობა ცნობილია
თარიღი 31 Aug 2023, 21:11
უეფამ 2022/23-სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა.

ნომინაცია ითვალისწინებდა სრულიად სეზონს და როგორც საკლუბო, ისე სანაკრებო შედეგებს.

პრიზისთვის ერლინგ ჰოლანდი, კევინ დე ბრუინი და ლეო მესი იბრძოდნენ.

საბოლოოდ, ჟურნალისტების გამოკითხვის შედეგად საუკეთესოდ „მან სიტის“ ნორვეგიელი ფორვარდი დასახელდა, რომელიც ამ ჯილდოზე პირველად იყო ნომინირებული.