უეფას პრეზიდენტი: "გული მეკუმშება იმის გამო, რომ რუსი სპორტსმენების დასჯა გვიწევს"

უეფას პრეზიდენტმა, ალექსანდერ ჩეფერინმა რუსული ფეხბურთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შესახებ ისაუბრა.
მოგეხსენებათ, აქამდე, ფიფამ და უეფამ რუსული კლუბები ყველა საერთაშორისო ტურნირიდან ჩახსნეს.
– უეფამ ჩემპიონთა ლიგის ფინალი სანქტ-პეტერბურგიდან გადაიტანა. როგორ ეხმარებით უკრაინას?
"სპორტული სანქციები დავაწესეთ, უკრაინელი ბავშვებისთვისა და ლტოლვილებბისთვის მილიონ ევროზე მეტი გამოვყავით".
– როგორი ურთიერთობა აქვს უეფას პუტინთან?
"ადრე ყველაფერი კორექტულად იყო, შეხვედრისთვის კარგად ემზადებოდა. არა მგონია, ფეხბურთის გულშემატკივარი იყოს, უფრო მეტად სპორტის სხვა სახეობები მოსწონს".
– რუსი სპორტსმენებისა და გუნდების ტურნირებიდან მოკვეთას სწორ გადაწყვეტილებად მიიჩნევთ?
"ეს არა პოლიტიკური, არამედ ჰუმანიტარული კრიზისია. გული მეკუმშება, რომ სპორტსმენების დასჯა გვიწევს: მათ ეს ყველაფერი არ უნდოდათ, გადაწყვეტილება მათ არ მიუღიათ. მაგრამ მშვიდობის სახელით ერთიანობა უნდა გამოვავლინოთ", - ციტირებს ჩეფერინის სიტყვებს Corriere della Sera.