ავტორიზაცია

უგარტე მანჩესტერ იუნაიტედში გადასვლასთან ახლოსაა

უგარტე მანჩესტერ იუნაიტედში გადასვლასთან ახლოსაა
თარიღი 20 ივლ 2024, 17:10
ფრანგულმა "პსჟ"-ს ნახევარმცველმა მანუელ უგარტემ შესაძლოა კარიერა მანჩესტერ "იუნაიტედში" გააგრძელოს. 

როგორც ჟურნალისტმა სანტი აუნემ შეიტყო, "წითელი ეშმაკები" 23 წლის ურუგვაელის ტრანსფერზე შეთანხმებასთან ახლოს არიან. 

წყაროს ცნობით, უგარტას მიმართ ინტერესი სხვა გუნდებიდანაც არის, თუმცა თავად ფეხბურთელმა ხელმძღვანელობას უთხრა, რომ მხოლოდ მანჩესტერ "იუნაიტედში" გადასვლა სურს. 

აღსანიშნავია, რომ უგარტემ ინგლისურ გრანდთან პირადი შრომითი ხელშეკრულების პირობები უკვე შეათანხმა.