მანჩესტერ იუნაიტედს პსჟ-ს ნახევარმცველის შეძენა სურს
ნიდერლანდების ნაკრებისა და "პსჟ"-ს ნახევარმცველს ხავი სიმონსმა შესაძლოა კარიერა ინგლისში გააგრძელოს, ამის შესახებ Daily Mail-ი იუწყება.
როგორც წყარო წერს, ფეხბურთელის მომსახურებით მანჩესტერ "იუნაიტედია" დაინტერესებული.
"წითელი ეშმაკების" ხელმძღვანელები მზად არიან, ნიდერლანდელი მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაში დაიმატონ.
სიმონსის ტრანსფერით პირადად გუნდის მთავარი მწვრთნელი ერიკ ტენ ჰეგია დაინტერესებული.
გასულ სეზონში ნახევარმცველმა საკლუბო დონეზე "ლაიფციგის" რიგებში 43 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომელშიც ათი გოლი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა გააკეთა.