ნაპოლიში ლუკაკუს კონტრაქტის დეტალები ცნობილი გახდა
ბელგიელმა ცენტრფორვარდმა რომელუ ლუკაკუმ, რომლის სატრანსფერო უფლებები ლონდონის "ჩელსის" ეკუთვნის, იტალიურ "ნაპოლისთან" შეთანხმებას მიაღწია.
ამის შესახებ ჟურნალისტმა ჯანლუკა დი მარციომ იტყობინება.
წყაროს ცნობით, მხარეებმა წარმატებული მოლაპარაკებები გამართეს და სამწლიან შრომით ხელშეკრულებაზე შეთანხმდნენ.
ფეხბურთელის ხელფასი წელიწადში ექვსი მილიონი ევრო იქნება. ნეაპოლიტანურ კლუბს ახლა ბომბარდირის ტრანსფერის კომპენსაციის ოდენობაზე "არისტოკრატებთან" შეთანხმება სჭირდება.