ავტორიზაცია

უკვე მესამედ — მილანმა იუვენტუსიდან ნაყიდი მცველი კიდევ ერთხელ გაანათხოვრა

უკვე მესამედ — მილანმა იუვენტუსიდან ნაყიდი მცველი კიდევ ერთხელ გაანათხოვრა
თარიღი 17 Jul 2022, 23:57

"მილანმა" ცენტრალური მცველი, მატია კალდარა სხვა კლუბში კიდევ ერთხელ გაანათხოვრა, იუწყება "როსონერის" ოფიციალური საიტი.

ასე და ამგვარად, 28 წლის ფეხბურთელი მომავალ სეზონს "სპეციაში" გაატარებს. გარიგებაში გათვალისწინებულია შემდგომი გამოსყიდვის უფლების პუნქტიც.

აღსანიშნავია, რომ "მილანს" იტალიელი უკანახაზელი აქამდეც იჯარით ჰყავდა გაშვებული, თანაც ორჯერ - გასული სეზონი მან "ვენეციაში" გაატარა, ხოლო იმის წინა "ატალანტაში".

ცნობისთვის, კალდარა სერია ა-ს მოქმედმა ჩემპიონმა 2018 წლის ზაფხულში "იუვენტუსიდან" 37 მილიონ ევროდ შეიძინა.

როგორც ხედავთ, მატიას მილანური კარიერა ნამდვილად ვერ აეწყო, იგი კიდევ ერთხელ გაანათხოვრეს, თანაც უკვე მესამედ (!)...

ტოტენჰემის მცველი და ვეინალდუმი — მილანს ორი ახალი სამიზნე ჰყავს