უკვე ოფიციალურად — დანი ალვეში ახალ გუნდში გადავიდა
კატალონიის "ბარსელონას" აწ უკვე ყოფილი მარჯვენა მცველი, დანი ალვეში კარიერას მექსიკის ჩემპიონატში გააგრძელებს.
39 წლის ბრაზილიელმა "პუმასთან" გააფორმა კონტრაქტი, იტყობინება კლუბის პრესსამსახური.
აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, ხელშეკრულება ერთ სეზონზე იქნება გათვლილი.
ალვეშს ამ ზაფხულს "ბარსელონასთან" თანამშრომლობის ვადა ამოეწურა და ახალ გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.
მოგეხსენებათ, დანი კატალონიაში გასული სეზონის მეორე ნახევარში დაბრუნდა, სადაც ყველა ტურნირზე ერთად 15 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი პასი გააკეთა.