უმტიტი ბარსას ტოვებს, მაგრამ ხელფასს ფრანგს მაინც კატალონიური გუნდი გადაუხდის
სამუელ უმტიტიმ იტალიურ „ლეჩესთან“ პირადი კონტრაქტი შეათანხმა და ამ გუნდში გადასვლასთან ახლოსაა.
„ბარსელონა“ ამ ფეხბურთელის ხელფასს იჯარის განმავლობაში მთლიანად გადაიხდის, თუმცა, სეზონის მსვლელობისას კლუბისთვის ბონუსები იქნება გათვალისწინებული.
ამის შესახებ ინფორმაციას ფაბრიციო რომანო იტყობინება. სამწუხაროდ, ჯერჯერობით არ არის ცნობილი, კონკრეტულად რა სახის ბონუსებზეა საუბარი და რით იქნება მათი მიღწევა შესაძლებელი.
ახალ კვირაში უმტიტი ლეჩეში გაფრინდება, როგორც კი კლუბები საბოლოოდ შეათანხმებენ უკანასკნელ დეტალებს. ფრანგი იტალიურ გუნდში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და საიჯარო ხელშეკრულებასაც მოაწერს ხელს.