ავტორიზაცია

უოტფორდის მწვრთნელი ჩაკვეტაძეზე: "ძალიან განსაკუთრებული ფეხბურთელი გვყავს და ის ნახევარდაცვაში ბევრ ვარიანტს გვაძლევს"

უოტფორდის მწვრთნელი ჩაკვეტაძეზე: "ძალიან განსაკუთრებული ფეხბურთელი გვყავს და ის ნახევარდაცვაში ბევრ ვარიანტს გვაძლევს"
თარიღი 05 აგვ 2023, 23:49
ინგლისის ჩემპიონშიპის პირველ ტურში გიორგი ჩაკვეტაძის "უოტფორდი" საკუთარ მოედანზე "ქპრ"-ს დაუპირისპირდა და 4:0 გაანადგურა.

მასპინძლებმა ოთხივე გოლის გატანა შეხვედრის პირველ ნახევარში შეძლეს.

სადებიუტო მატჩი ჩაატარა გიორგი ჩაკვეტაძემ, რომელიც შეხვედრაში 66-ე წუთზე დელე-ბაშირუს ნაცვლად ჩაერთო. 23 წლის ნახევარმცველმა რამდენიმე მომენტში ეფექტურად იმოქმედა და გოლის გატანის მცდელობაც ჰქონდა.

"უოტფორდის" მთავარმა მწვრთნელმა ვალერიან ისმაელმა "ქპრ"-სთან მატჩის შემდეგ გიორგი ჩაკვეტაძეზე ისაუბრა.

"მოედანზე მისი შესვლის მომენტიდან ყველას აინტერესებდა, როგორ ითამაშებდა. მასთან დაკავშირებით რა განცდაც მაქვს, ისაა, რომ ჩვენ ძალიან განსაკუთრებული ფეხბურთელი გვყავს და ის ნახევარდაცვაში ბევრ ვარიანტს გვაძლევს, რადგან სხვადასხვა პოზიციაზე თამაში შეუძლია. ყველანი მოუთმენლად ველით მისგან მეტს. “, - თქვა ისმაელმა.