ავტორიზაცია

უოტფორდის მწვრთნელი: "ჩაკვეტაძის ტრავმა ისეთი სერიოზული არ აღმოჩნდა, რისიც ყველას გვეშინოდა"

უოტფორდის მწვრთნელი: "ჩაკვეტაძის ტრავმა ისეთი სერიოზული არ აღმოჩნდა, რისიც ყველას გვეშინოდა"
თარიღი 14 Mar 2024, 17:41
"უოტფორდის“ მთავარმა მწვრთნელმა ტომ კლევერლი  გიორგი ჩაკვეტაძის ტრავმის შესახებ ისაუბრა.

მისი განცხადებით, ტრავმა არ არის ისეთი სერიოზული, როგორც თავიდან ჩანდა.

"ეს ტრავმა არ აღმოჩნდა ისეთი სერიოზული, რისიც ყველას გვეშინოდა. ამჟამად ტკივილი აქვს და სისხლჩაქცევა, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ გიორგი მალე დაგვიბრუნდება“, - თქვა კლევერლიმ.

შეგახსენებთ, რომ ჩაკვე საქართველოს ნაკრებშია გამოძახებული. 21 მარტს საქართველოს ნაკრები ლუქსემბურგის დაუპირისპირდება.