ავტორიზაცია

უცნაური ფაქტი ლა ლიგაში - სევილიამ გუნდის ყველა (!) ფეხბურთელი ტრანსფერზე დააყენა

უცნაური ფაქტი ლა ლიგაში - სევილიამ გუნდის ყველა (!) ფეხბურთელი ტრანსფერზე დააყენა
თარიღი 30 Jun 2023, 23:03
ევროპა ლიგის ტრადიციული ჩემპიონი, ესპანური „სევილია" სერიოზულ ფინანსურ პრობლემებში გაეხვა.

როგორც Radio Marca-ს ჟურნალისტი პედრო პაბლო პარადო იტყობინება, კლუბის პრეზიდენტმა, პეპე კასტრომ კლუბის მთავარ მწვრთნელს, ხოსე ლუის მენდილიბარს შეატყობინა, რომ ტრანსფერზე გუნდის უკლებლივ ყველა ფეხბურთელია დაყენებული.

საქმე ისაა, რომ გუნდს სუფთა ვალის სახით 90 მილიონი ევრო დაუგროვდა, რასთან გამკლავებაც ანდალუსიელებს ძალიან უჭირთ და ამიტომ, ამჟამად არცერთი ფეხბურთელი არ ირიცხება გუნდში ისეთი, ვისი გაყიდვაც გამორიცხულია და ვისაც დარჩენა განაღდებული აქვს.

თავდაპირველად იწერებოდა, რომ კლუბის ფინანსური პრობლემების მოგვარება ერთი ან ორი ფეხბურთელის წასვლით მოგვარდებოდა, თუმცა როგორც ჩანს, სიტუაცია უფრო მძაფრი აღმოჩნდა.

ყველაზე დიდი პოპულარობით „სევილიელებიდან" იუსეფ ენ ნესირი და ლუკას ოკამპოსი სარგებლობენ. კერძოდ, ამ უკანასკნელს პრემიერ ლიგის „ფულემი" აკვირდება.