ავტორიზაცია

ბარსელონასა და რეალს შორის ბაზარზე შესაძლოა ნამდვილი სატრანსფერო ომი გაჩაღდეს

ბარსელონასა და რეალს შორის ბაზარზე შესაძლოა ნამდვილი სატრანსფერო ომი გაჩაღდეს
თარიღი 30 Jun 2023, 22:40
სატრანსფერო ბაზარზე „ბარსელონასა" და „რეალს" შორის შესაძლოა ნამდვილი ომი გაჩაღდეს.

Marca-ს ინფორმაციით, ორივე ესპანურ გრანდს „ფენერბაჰჩეს" თურქი ნახევამრცველის, არდა გიულერის შეძენა სურს.

ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა 17.5 მილიონ ევროს შეადგენს და კლუბები მისი შეძენის ვარიანტს აქტიურად განიხილავენ.

„რეალს" ფეხბურთელის შეძენა და ერთი წლით რომელიმე გუნდში იჯარით გაშვება სურს, „ბარსელონასთვის" კი იდეალური სცენარი 2024-მდე დაცდა და გიულერის მომავალ წელს შეძენა იქნებოდა.

საბოლოოდ, ორივე გუნდი 18 წლის ფეხბურთელს სერიოზულად უმიზნებს, „რეალი" მის ყიდვას და წელსვე პირველ გუნდში გამოყენების ვარიანტსაც არ გამორიცხავს.