ავტორიზაცია

ვაალვიკის პრეზიდნენტი: "დიდი მადლობა მინდა გადავუხადო სამედიცინო ჯგუფს, რომელმაც მეკარე გონზე დროულად მოიყვანა"

ვაალვიკის პრეზიდნენტი: "დიდი მადლობა მინდა გადავუხადო სამედიცინო ჯგუფს, რომელმაც მეკარე გონზე დროულად მოიყვანა"
თარიღი 01 ოქტ 2023, 03:08
ერედივიზიის მატჩის, „ვაალვიკი" - „აიაქსის" გაგრძელება ვეღარ მოხერხდა.

ერთ-ერთ ეპიზოდში ამსტერდამული გუნდის ფორვარდი ბრაიან ბრობი მასპინძელთა მეკარეს ეტიენ ვაესენს შეეჯახა, რის შედეგადაც გოლკიპერმა გონება დაკარგა და მინდორზე უგონოდ დაეცა.

მომხდარი შემთხვევის შემდეგ, „ვაალვიკის“ პრეზიდენტმა, ფრანკ ვან მოსელველდმა ნიდერლანდულ მედიასთან ეტიენ ვაესენის მდგომარეობაზე ისაუბრა:

„მასთან კონტაქტის დამყარება შეგვეძლო, თუმცა არ ახსოვდა ის, თუ რა მოხდა. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო სამედიცინო ჯგუფს, რომელმაც მეკარე გონზე დროულად მოიყვანა. 

გულთან დაკავშირებით პრობლემები არ არის. მისი გათიშვა მეტოქე გუნდის ფეხბურთელის მხრიდან თავის არეში მოხვედრილმა ფეხმა გამოიწვია",- ამბობს მოსელველდი.