ავტორიზაცია

ვაისი: "კანკავასა და კაშიას მოსვლით, სლოვანის პრობლემები მოგვარდა"

ვაისი: "კანკავასა და კაშიას მოსვლით, სლოვანის პრობლემები მოგვარდა"
თარიღი 02 ოქტ 2021, 11:18

"სლოვანის" მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა თავისი გუნდის ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ ისაუბრა. სლოვაკმა სპეციალისტმა ჯაბა კანკავა და გურამ კაშია გამოარჩია.

"სლოვანს სჭირდებოდა დაბალანსებული შემადგენლობა. აუცილებელი იყო დაცვის გაძლიერება, კანკავასა და კაშიას მოსვლის შემდეგ კი ეს პრობლემა მოგვარდა. ისინი თავიანთ მოვალეობას კარგად ასრულებენ.

ვფიქრობ, ჩვენს გუნდს ნამდვილად შეუძლია კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის დაძლევა", - განაცხადა ბრატისლაველთა დამრიგებელმა, რომლის გუნდმა "პაოკთან" ფრე ითამაშა.

სლოვაკეთში გადასვლის შემდეგ, ჯაბამ მოასწრო 18 შეხვედრის ჩატარება და ერთი საგოლე გადაცემის განხორციელება. გურამის ანგარიშზე კი 17 მატჩში ერთი გოლია.

რაც შეეხება "ლურჯების" სატურნირო მდგომარეობას - 20 ქულით "სპარტაკ ტრნავასთან" გაყოფილი პირველი ადგილი, კონფერენს ლიგაზე კი ერთი ქულით მე-3 ადგილი.