ავტორიზაცია

ვალენსიამ გიორგი მამარდაშვილის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო

ვალენსიამ გიორგი მამარდაშვილის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო
თარიღი 27 Jun 2024, 12:04
ესპანური “ვალენსიას” ხელმძღვანელობა ქართველი მეკარის, გიორგი მამარდაშვილის გაყიდვით ფულის გამომუშავებას აპირებენ. ამის შესახებ ინსაიდერი ფაბრიციო რომანო იუწყება. 

წყაროს ცნობით, ესპანური კლუბი მეკარის გაყიდვიდან 35-40 მილიონ ევროს მიღებას ელოდება. 

მამარდაშვილი "ღამურების" შემადგენლობაში 2022 წლის ზამთრიდან თამაშობს, სადაც თბილისის "დინამოდან" გადავიდა. 

გასულ სეზონში მამარდაშვილმა "ვალენსიას" შემადგენლობაში 37 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 41 გოლი გაუშვა.