ავტორიზაცია

ვან გაალი: "მატჩის შემდეგ ემილიანო მარტინესმა მითხრა, რომ ძალიან ბევრი ვილაპარაკე"

ვან გაალი: "მატჩის შემდეგ ემილიანო მარტინესმა მითხრა, რომ ძალიან ბევრი ვილაპარაკე"
თარიღი 10 დეკ 2022, 15:46
ნიდერლანდების ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის ვან გაალმა არგენტინელ მეკარეს ემილიანო მარტინესთან მცირე შეტაკების შესახებ ისაუბრა. 

შეგახსენებთ, რომ "ასტონ ვილას" მეკარემ გუშინ პენალტების სერიაში ორი პენალტი მოიგერია და არგენტინის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში გაიყვანა, სადაც გუნდი ხორვატიასთან ითამაშებს.

„ცოტა ესპანურად ვლაპარაკობ. არგენტინელმა მეკარემ, ემილიანო მარტინესმა მატჩის შემდეგ მითხრა, რომ თამაშის წინ ძალიან ბევრი ვილაპარაკე“, - განაცხადა ვან გაალმა პრესკონფერენციაზე.

შეგახსენებთ, რომ არგენტინასთან მატჩის შემდეგ ვან გაალმა განაცხადა, რომ ნიდერლანდების ნაკრებს ტოვებს.