ავტორიზაცია

ფრენკი დე იონგი: "მესი ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია"

ფრენკი დე იონგი: "მესი ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია"
თარიღი 10 დეკ 2022, 15:17
ნიდერლანდების ნაკრების ნახევარმცველმა ფრენკი დე იონგმა არგენტინის ნაკრებთან მარცხის შემდეგ ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა.

"მესიმ კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი კლასი? რა თქმა უნდა, ის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია“, - განაცხადა დე იონგმა მატჩის შემდგომ ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ დე იონგი და მესი კატალონიურ "ბარსელონაში" ერთად 2019-2021 წლებში თამაშობდნენ, სანამ არგენტინელი თავისუფალი აგენტის სტატუსით "პსჟ"-ში გადავიდოდა.

მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში არგენტინის ნაკრები ხორვატიას დაუპრირისპირდება.