ვერატი იტალიის მუნდიალს მიღმა დარჩენაზე: "ამის ახსნა და გაგება რთულია, კოშმარია"

იტალიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი, მარკო ვერატი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მიღმა დარჩენას გამოეხმაურა.
"სკუადრა აძურა" გუშინ შესარჩევი ეტაპის ფლეი ოფის ნახევარფინალში ჩრდილოეთ მაკედონიასთან (0:1) დამარცხდა და ზედიზედ მეორე მუნდიალს გამოტოვებს.
"ამის გაგება რთულია. ვდომინირებდით და უნდა მოგვეგო. ვალდებულები ვიყავით", - ციტირებს "პსჟ"-ს ფეხბურთელის სიტყვებს RAI Sport-ი.
"ადრე უნდა გაგვეტანა და ინტრიგა მოგვეკლა, რადგან მეტოქეს ვჯობნიდით. უკეთესად თამაში შეგვეძლო".
"ეს ფეხბურთია. უაღრესად მნიშვნელოვანია სიზუსტე და დაუნდობლობა. ამის ახსნა რთულია, კოშმარი იყო", - დასძინა ვერატიმ.