"ვფიქრობ, მისი მოყვანა შემიძლია", - დანი ალვეშს მოულოდნელი მსურველი ჰყავს

ეგვიპტურ "ფარკოს" ბრაზილიის ნაკრების მცველის, დანი ალვეშის ხელში ჩაგდება უნდა.
გარდა ამისა, გუნდის ხელმძღვანელობა C ჰეპატიტთან ბრძოლის საქველმოქმედო კამპანიისთვის "ბარსელონას" კაპიტან ლიონელ მესის მიწვევას გეგმავს.
"დანი ალვეშთან მუშაობით შეგვიძლია მისი გამოცდილების ხარჯზე სარგებელი მივიღოთ. ალვეშს შევხვდი და მითხრა, რომ "სან პაულუში" თამაში 8 წლის ასაკიდან უნდოდა. ვფიქრობ, შემიძლია ეგვიპტის პრემიერ ლიგაში მოვიყვანო".
"მესისთან მოლაპარაკებები იმის თაობაზე არ გაგვიმართავს, რომ ჩვენს კლუბში გადმოვიდეს, არამედ იმისათვის დავუკავშირდი, რათა C ჰეპატიტის მკურნალობაში საკუთარი წვლილი შეიტანოს", - ციტირებს "ფარკოს" მფლობელ შრინ ჰელმის სიტყვებს ElHadath AlYoum.
მაისის ბოლოს დანი ალვეშმა "სან პაულუს" რიგებში კარიერაში 42-ე ტიტული მოიგო.