ავტორიზაცია

"არგენტინელია, მაგრამ მაინც ყველა დროის საუკეთესოა", - ალვეში მესის შესახებ

"არგენტინელია, მაგრამ მაინც ყველა დროის საუკეთესოა", - ალვეში მესის შესახებ
თარიღი 05 ივლ 2021, 11:03

"ბარსელონას" ყოფილმა მარჯვენა მცველმა, დანი ალვეშმა, ლიონელ მესის ფეხბურთის ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო მოთამაშე უწოდა:

"შემიძლია ვისაუბრო მხოლოდ იმ ფეხბურთელების შესახებ, რომელთა თამაშსაც მოვესწარი. მინახავს არაერთი ნიჭიერი შემსრულებელი, მაგრამ მესი მათ რიცხვში პირველია.

ის არის ფეხბურთის ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო მოთამაშე, მიუხედავად იმისა, რომ არგენტინელია", - განაცხადა ბრაზილიელმა.

შეგახსენებთ, ლეო და "სან-პაულუს" ვინგბექი კატალონიაში ერთად თამაშობდნენ 2008-2016 წლებში, მათი მონაგარი შეადგენს 3-ჯერ მოგებულ ჩემპიონთა ლიგას, 6-ჯერ მოგებულ ლა ლიგასა და კიდევ არაერთ ჯილდოს.

"ბლაუგრანას" დატოვების შემდეგ, სამხრეთ ამერიკელმა განაპირა მცველმა მიაშურა ტურინის "იუვენტუსს", "პარი სენ-ჟერმენსა" და ახლა ის "შავ-თეთრ-წითლებში" თამაშობს.

რაც შეეხება არგენტინის ეროვნული ნაკრების კაპიტანს, "ლურჯ-ბროწეულისფრებთან" კონტრაქტი მას ჯერ არ გაუხანგრძლივებია.

"ლიმიტი არ დაგავიწყდეს", - ლა ლიგა ბარსელონას მესისთან მოლაპარაკებებში პრობლემებს უქმნის?!