ვიცე-ჩემპიონის სტატუსით: ლუკა გადრანმა ლატვია დატოვა
ვალმიერას 24 წლის ქართველმა ცენტრალურმა მცველმა ლუკა გადრანმა ლატვიური კლუბი დატოვა.
GOAL.GE-ს ინფორმაციით, მხარეებმა კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყვიტეს და ფეხბურთელი ამჟამად თავისუფალი აგენტია.
ლუკა გადრანი ვალმიერას 2020 წლის აგვისტოში ირანული შაჰინიდან შეუერთდა. მას შემდეგ კლუბში 28 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
24 წლის ფეხბურთელი ვალმიერასთან ერთად 2021 წლის სეზონში ლატვიის ვიცე-ჩემპიონი გახდა.