VIDEO: ალეგრის პირველი გამარჯვება დაბრუნების შემდეგ! იუვენტუსმა მალმიო გაანადგურა

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში „იუვენტუსმა“ „მალმიო“ სტუმრად 3:0 გაანადგურა.
ეს გამარჯვება მასიმილიანო ალეგრის გუნდში დაბრუნების შემდეგ ტურინელებისთვის პირველი აღმოჩნდა - აქამდე, „იუვეს“ 3-მატჩიანი მოუგებელი სერია ჰქონდა.
სამივე გოლი „იუვენტუსმა“ პირველ ტაიმში გაიტანეს - 23-ე წუთზე თავი ალექს სანდრომ გამოიჩინა, 45-ზე დიბალამ პენალტი ზუსტად შეასრულა, 45+1-ზე კი ალვარო მორატამ ტაიმის დასრულებამდე კიდევ ერთი გოლი შეაგდო და მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
ჯგუფის პარალელურ შეხვედრაში „ჩელსიმ“ შინ „ზენიტს“ 1:0 მოუგო.