VIDEO: ბრაზილია ბრწყინვალე ფორმაშია — სელესაომ სტუმრად ბოლივია არ დაინდო
2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მე-18 ტურის ეგიდით, ბრაზილიის ნაკრები ბოლივიას ესტუმრა.
აღნიშნული დაპირისპირება "სელესაომ" გამანადგურებელი ანგარიშით მოიგო - 4:0.
პირველი გოლი 24-ე წუთზე გავიდა - ბრუნო გიმარაეშის გადაცემით მეტოქის კარი ლუკას პაკეტამ აიღო.
45-ე წუთზე ბოლივიელებს რიჩარლისონმა გაუტანა და ტიტეს შეგირდები შესვენებაზე კომფორტული უპირატესობით გავიდნენ.
პაკეტამ გიმარაეშს "ვალი დაუბრუნა" და ასისტი მიითვალა - ამ უკანასკნელმა 66-ე წუთზე სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა.
საბოლოო შედეგი მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, 91-ე წუთზე რიჩარლისონმა დააფიქსირა, რომელმაც დუბლიც გაიფორმა და წერტილიც დასვა.
მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპის სატურნირო ცხრილში ბრაზილია 45 ქულით ერთპიროვნული ლიდერია, ხოლო ბოლივია 15 ქულით ბოლოსწინა, მე-9 პოზიციას იკავებს.