ავტორიზაცია

VIDEO: ძალიან კარგი სეივით - ყარაბაღში გუგეშაშვილის ოფიციალური დებიუტი შედგა

თარიღი 02 თებ 2022, 12:57

აზერბაიჯანის თასის 1/4 ფინალური ეტაპის პირველ მატჩში ყარაბაღმა საკუთარ მოედანზე კეშლა მინიმალური ანგარიშით, 1-0 დაამარცხა.

აღნიშნულ მატჩში ყარაბაღის შემადგენლობაში ოფიციალური დებიუტი შედგა 23 წლის ლუკა გუგეშაშვილისთვის, რომელიც აზერბაიჯანის ისტორიულ კლუბს იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს შეუერთდა. მატჩის ბოლო წუთზე ქართველმა გუნდი გადაარჩინა კიდეც.

აზერბაიჯანის ჩემპიონატის პირველი წრის, 14 ტურის შემდეგ ყარაბაღი 33 ქულით ჩემპიონატს ერთპიროვნულად ლიდერობს. 

ძალიან მალე, 18 თებერვალს კონფერენს ლიგის 1/16 ფინალური ეტაპის პირველ მატჩში ყარაბაღი საფრანგეთში მარსელს დაუპირისპირდება. დიდი ალბათობით, ამ შეხვედრაშიც აზერბაიჯანელთა კარს გუგეშაშვილი დაიცავს.