Marca: მამარდაშვილის ვალენსიას სასტარტოში დაბრუნების შანსი იზრდება!
Marca-მ "ვალენსიას" მეკარეს, გიორგი მამარდაშვილს მორიგი სტატია მიუძღვნა. ავტორიტეტულმა ესპანურმა გამოცემამ აღნიშნა, რომ ქართველ გოლკიპერს "ღამურების" ძირითადში დაბრუნების შანსი აქვს.
"ბორდალასმა უნდა გადაწყვიტოს, ნდობა გამოუცხადოს დომენეკს, რომელმაც წარუმატებლად იასპარეზა, მაგრამ ვალენსიასთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია თუ პირიქით მოიქცეს და ცვლილებებს მიმართოს.
მიუხედავად იმისა, რომ რეალთან და სევილიასთან დაშვებული შეცდომების შემდეგ, მამარდაშვილმა სასტარტო შემადგენლობაში ადგილი დაკარგა და უკვე 4 თვეა სკამზე ზის, მას დაბრუნების სერიოზული შანსი აქვს.
ძირითადში ადგილის დაკარგვის შემდეგ, გიორგის იმედი კოპა დელ რეის შხვედრები იყო, თუმცა თავკაცმა ნდომა მის კონკურენტს გამოუცხადა, ატლეტიკოსთან განვითარებულმა მოვლენებმა კი ხოსეს თვალში ბევრი რამ შეცვალა.
ქართველი მეკარის შემთხვევაში, მადრიდელებთან მატჩის შემდეგ, მან კიდევ ერთი შანსი მიიღო და ანდალუსიელებთანაც ითამაშა. შესაძლოა, ხაუმეს შემთხვევაშიც იგივე მოხდეს.
გუნდის ახალგაზრდა გოლკიპერს მცირე უპირატესობა აქვს, მაგრამ ბოლო მომენტში ვითარების შეცვლა გამორიცხული არ არის", - წერს Marca 21-წლის კარის დარაჯის შესახებ.
მამარდაშვილი მონდომებით არ გამოირჩევა და ვალენსიადან წასვლას ითხოვს - ესპანელი ჟურნალისტი