მამარდაშვილი მონდომებით არ გამოირჩევა და ვალენსიადან წასვლას ითხოვს - ესპანელი ჟურნალისტი
Fichajes-ის მტკიცებით, ''ვალენსიას'' მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა კლუბის ხელმძღვანელობას სათამაშო პრაქტიკის მიღების მიზნით სხვა გუნდში იჯარით წასვლა შესთავაზა.
"ღამურებისგან" უარი მოვიდა. ჟურნალისტ ჰექტორ გომესის მტკიცებით, ძირითად შემადგენლობაში ადგილის დაკარგვის შემდეგ, ქართველი გოლკიპერი ვარჯიშებზე მონდომებით არ გამოირჩეოდა.
აღნიშნული ფაქტი მთავარ მწვრთნელს, ხოსე ბორდალასს არ მოეწონა. სწორედ ამიტომ, როდესაც იასპერ სილესენმა ტრავმა მიიღო, ესპანელმა თავკაცმა უპირატესობა ხაუმე დომენეკს მიანიჭა.
"მურსელაგოსის" ახალგაზრდა მეკარე იმ ფაქტით, რომ მესამე გოლკიპერად მოიაზრება, უკმაყოფილოა და მისი წასვლის სურვილი სწორედ ამით არის განპირობებული.
მას შემდეგ რაც 21-წლის კარის დარაჯმა ლა ლიგაში რამდენიმე შეხვედრა ჩაატარა, მისი გადაბირების სურვილი ლისაბონის "ბენფიკამ", ბერლინის "ჰერტამ" და ბერლინის "უნიონმა" გამოთქვა.
"ლოს ჩეს" 28-ე ნომრის სხვა გუნდში ტრანსფერი აქტუალური იყო ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც თბილისის "დინამოდან" მისი სრულფასოვანი გამოსყიდვა არ მოხდებოდა.