As: მამარდაშვილმა შესაძლოა ვალენსია დატოვოს
"ვალენსიას" მეკარის, გიორგი მამარდაშვილის შესახებ ამჯერად As-ი წერს. ავტორიტეტული ესპანური გამოცემა ქართველი გოლკიპერის "ღამურებიდან" წასვლას არ გამორიცხავს.
"ყველაფრის მიუხედავად, მამარდაშვილმა იცის, რომ წინ ხანგრძლივი და სირთულეებით სავსე გზა აქვს გასავლელი და რომ ეს ყველაფერი მას კიდევ უფრო გააძლიერებს.
ერთადერთი, რაც გიორგისთვის ახლაც გასაგებია, არის ის, რომ თამაში სურს, ამიტომ ზაფხულში სხვა კლუბში გადასვლას არ გამორიცხავს", - წერს As-ი "მურსელაგოსის" კარის დარაჯის შესახებ.
შეგახსენებთ, რომ 21-წლის მეკარე "ლოს ჩესში" თავდაპირველად გადმოვიდა განათხოვრების წესით, თუმცა მოგვიანებით კლუბმა ის თბილისის "დინამოდან" 800 000-ად გამოისყიდა.
"მესტალიელთა" 28-ე ნომერი ვერ ხვდება სასტარტო შემადგენლობაში, მათ შორის ვერც სათასო შეხვედრებში. უკანასკნელი მატჩის წინ, ხოსე ბორდალასმა "მამარდა" განაცხადში ზედმეტი წონის გამო არ შეიყვანა.