შანსი მამარდაშვილს უახლოეს მატჩში - ტრავმირებული სილესენი, არასტაბილური დომენეკი
Apuntmedia-ს მტკიცებით, "ვალენსიას" მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა თავისი გუნდის უახლოეს შეხვედრაში შესაძლოა მოედანზე გამოსვლის შანსი როგორც იქნა მიიღოს.
"ღამურების" ძირითადი გოლკიპერი, იასპერ სილესენი ტრავმირებულია და არაა გამორიცხული, რომ მან ლაზარეთში მინიმუმ ერთი თვითაც კი გადაინაცვლოს. ჰოლანდიელი "სევილიასთან" დაშავდა.
ხაუმე დომენეკის ფორმა კი ოპტიმალურისგან შორს არის, რის გამოც "მურსელაგოსი" პერიოდულად ისჯება. "ლოს ჩეს" გულშემატკივრები ესპანელის მიმართ უკმაყოფილებას ღიად გამოთქვამენ.
ამის გარდა, "მესტალიაზე" დამსწრე პუბლიკა სწორედ ქართველი კარის დარაჯის დაყენებას ითხოვს. ყველაფერი დამოკიდებულია "ვალენსიას" მთავარ მწვრთნელზე, ხოსე ბორდალასზე.
"ღამურები" უახლოეს შეხვედრას გამართავენ 3 თებერვალს, კოპა დელ რეის ეგიდით, "კადისის" წინააღმდეგ. ვნახოთ, აღმოჩნდება თუ არა "მურსელაგოსის" ახალგაზრდა მეკარე ძირითადში.