ავტორიზაცია

VIDEO: ფრანგული კლუბის ფეხბურთელები ჩვეული წინასასეზონო მზადების ნაცვლად სამხედრო წვრთნებს გადიან

თარიღი 10 ივლ 2021, 22:18

"ანჟერის" ფეხბურთელები ჩვეული წინასასეზონო მზადების ნაცვლად ახალგაზრდა მებრძოლის კურსის გასავლელად გაემგზავრნენ.

კლუბმა განათავსა ვიდეო, თუ როგორ გადიან ფეხბურთელები სამხედრო წვრთნებს. მთავარი მწვრთნელის აზრით, ეს ლიგა 1-ის ახალი სეზონის დაწყების წინ გუნდის ერთიანობას შეუწყობს ხელს.

"ერთიანობა, გუნდური სულისკვეთება, საკუთარი თავის დაძლევა", - წერია კლუბის განცხადებაში.

შეგახსენებთ, გასულ სეზონში "ანჟერმა" საფრანგეთის ჩემპიონატის უმაღლესი დივიზიონის სატურნირო ცხრილში მე-13 ადგილი დაიკავა.