ავტორიზაცია

VIDEO: ფრე რუმინეთში, შავი ფორმა და მე-3 ადგილი ჯგუფში - როცა საქართველოს ნაკრებს სულ ცოტა დააკლდა

თარიღი 26 May 2021, 11:13

2001 წლის 6 ოქტომბერი - 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის ფარგლებში საქართველოს ნაკრები რუმინეთს ესტუმრა.

შეხვედრა დასრულდა ფრედ, 1:1, ალექსანდრე იაშვილის გოლს ვლახებმა გეორგე პოპესკუს თავურით უპასუხეს. აღსანიშნავია, რომ "ჯვაროსნებმა" ზემოთხსენებული შესარჩევი მე-3 ადგილზე დაასრულეს.

ჩვენს ნაკრებზე წინ აღმოჩნდნენ მხოლოდ იტალიელები და "ყვითლები", ჩვენს უკან კი უნგრეთი და ლიეტუვა იყო. აგრეთვე გამოსარჩევია "თეთრ-წითლების" უჩვეულო, მაგრამ ძალიან ლამაზი შავი ფორმა ტრანსილვანიელებთან მატჩში.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა რუმინეთსა და ჰოლანდიასთან მატჩებისთვის ცნობილია

რატომ არ შედგა ქინქლაძის ტრანსფერი ლიდსში 2003 წელს?