VIDEO: ფრე სტუმრად გრანადასთან — კაცნაკლულმა ბარსელონამ გამარჯვება ხელიდან 89-ე წუთზე გაუშვა
ესპანეთის ჩემპიონატის მე-20 ტურის ეგიდით, "გრანადამ" შინაურ კედლებში კატალონიის "ბარსელონა" მიიღო.
აღნიშნული დაპირისპირება ფრედ დასრულდა - 1:1.
უგოლო პირველი ნახევრის შემდეგ ანგარიში 57-ე წუთზე "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ფორვარდმა, ლუკ დე იონგმა გახსნა, რომელმაც დანი ალვეშის ბრწყინვალე გადაცემის შემდეგ მეტოქის კარი თავური დარტყმით აიღო.
მე-80 წუთზე კატალონიელები ათი კაცით დარჩნენ - ახალგაზრდა ნახევარმცველმა, გავიმ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედნიდან გააძევეს.
მასპინძლებმა ქულის გადარჩენა ანტონიო პუერტასის ზუსტი დარტყმის შედეგად მოახერხეს - "გრანადას" ათიანმა "ბარსას" 89-ე წუთზე გაუტანა.
ხავის შეგირდები ლა ლიგის სატურნირო ცხრილში 32 ქულით მე-6 ადგილს იკავებენ, ხოლო "გრანდა" 24 ქულით მე-12 პოზიციაზეა.
VIDEO: დანი ალვეშის ბრწყინვალე ასისტი, დე იონგის ლამაზი თავური — ბარსა გრანადასთან დაწინაურდა