ავტორიზაცია

VIDEO: გამარჯვების გოლი 95-ე წუთზე! აბურჯანიას შესანიშნავი ასისტი პორტუგალიაში

თარიღი 11 Dec 2021, 03:51

პორტუგალიის პრიმეირა ლიგის მე-14 ტურში პასუშ ფერეირასა და ჟილ ვისენტეს მატჩი სტუმართა გამარჯვებით, 0-1 დასრულდა.

აღნიშნულ მატჩში ერთადერთი გოლი 95-ე წუთზე გავიდა და ეფექტური საგოლე გადაცემა გიორგი აბურჯანიამ გააკეთა, რომელიც მწვრთნელმა საქმეში 90-ე წუთზე ჩართო. 26 წლის შუახაზელს მხოლოდ რამდენიმე წუთი დასჭირდა თავის გამოსაჩენად.

ამ მოგებით ჟილ ვისენტემ 20 ქულა დააგროვა და 14 ტურის შემდეგ ცხრილში მე-6 პოზიციაზეა.

გიორგი აბურჯანიამ ჟილ ვისენტეს 2021 წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა , თუმცა მისი სათამაშო დრო პორტუგალიურ კლუბში ძალიან მწირია: მიმდინარე სეზონში გიორგიმ მხოლოდ 11 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა.

სულ მოედანზე აბურჯანიამ ჟილ ვისენტეს მაისურით 234 წუთი გაატარა, რაც 11 მატჩისთვის საშუალოდ 21 წუთია.