ავტორიზაცია

VIDEO: გავიხსენოთ სალაჰის ვიზიტი თბილისში - იმ დროს ჯერ კიდევ უცნობი ეგვიპტელი ლოკომოტივის სტადიონზე

თარიღი 15 Apr 2021, 12:51

2012 წლის 14 ნოემბერი - ამხანაგური შეხვედრა საქართველოსა და ეგვიპტის ეროვნულ ნაკრებებს შორის, რომელიც დასრულდა უგოლო ფრედ, 0:0.

აღსანიშნავია, რომ "ფარაონების" შემადგენლობაში თამაშობდა იმ დროს ჯერ კიდევ უცნობი მოჰამედ სალაჰი, რომელიც იმ მომენტისთვის "ბაზელში" ახალი გადასული იყო.

ეგვიპტელი თავდამსხმელი "ჯვაროსნების" წინააღმდეგ თამაშობდა მე-19 ნომრით და უნდა ითქვას, რომ რამდენიმე მომენტში მას გოლის გატანა შეეძლო.

ჩვენი ნაკრების შემადგენლობა იყო ასეთი - ლორია, ამისულაშვილი, კაშია, გრიგალავა, ლობჟანიძე, კვირკველია, ძარია, გრიგალაშვილი, კობახიძე, თარგამაძე, დვალი. მწვრთნელი: თემურ ქეცბაია.

VIDEO: სალაჰმა რეალს ასეთი დისტანციიდან ვერ გაუტანა

აგენტს უკვე დაუკავშირდნენ - სალაჰს სერიოზული მსურველი ჰყავს