VIDEO: გოლი პირველივე მატჩში! ბუდუ ზივზივაძემ ყოფილ გუნდს გაუტანა
უნგრეთის ჩემპიონატის 21-ე ტურში ფეჰერვარი საკუთარ მოედანზე უიპეშტთან 1-2 დამარცხდა.
სტუმართა შემადგენლობაში ქართველმა ფეხბურთელებმა გიორგი ბერიძემ და ბუდუ ზივზივაძემ პირველივე წუთებიდან ითამაშეს.
ბუდუ ზივზივაძე რამდენიმე დღის წინ ფეჰერვარმა უიპეშტში ზაფხულამდე იჯარით გაუშვა და ქართველმა ფორვარდმა მათ პირველივე შეხვედრაში გაუტანა.
უიპეშტის მისია მიმდინარე წელს ჩემპიონატში დარჩენაა. 21 ტურის შემდეგ ქართველების გუნდი 21 ქულით მე-11 პოზიციაზეა.