ავტორიზაცია

VIDEO: იცოდით? გლადბახი-ბაიერნი 5:0 და აინტრახტი-ბაიერნი 5:1 - ეს ერთი და იგივე მწვრთნელის ნახელავია!

თარიღი 28 ოქტ 2021, 15:17

როგორც მოგეხსენებათ, მიუნხენის "ბაიერნი" გერმანიის თასის გათამაშებაში განადგურდა მიუნხენგლადბახის "ბორუსიასთან", ანგარიშით 0:5. "რეკორდმაისტერის" მიწასთან გასწორება არის იშვიათი მოვლენა, მაგრამ არა ადი ჰიუტერისთვის.

"პრუსიელებს" ამჟამად ხელმძღვანელობს სწორედ ავსტრიელი სპეციალისტი, რომელიც ფრანკფურტის "აინტრახტიდან" გადმოვიდა. საინტერესო ფაქტი - 2019 წელს, "არწივებმა" "ბავარია" გაანადგურეს ანგარიშით 5:1, გამოიცანით, თუ ვინ იყო მათი მწვრთნელი?

დიახ, საუბარია "სამფეროვნების" ტაქტიკოსის შესახებ, რომელიც "შავ-წითლებში" 2018-2021 წლებში მუშაობდა. ერთი სიტყვით, 51-წლის მწვრთნელმა "ბაიერნის" კარის გასაღები იცის.