VIDEO: კარიდან კარში - გავიხსენოთ ბატეს გოლკიპერის კურიოზული გოლი დინამო თბილისთან
2004/2005 წლების სეზონი - უეფას თასის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრა ბორისოვის "ბატესა" და თბილისის "დინამოს" შორის.
ანგარიში იხსნება მე-15 წუთზე, ბელარუსთა მეკარის, იური ჟევნოვის ჩაწოდებით, რომელიც ირაკლი ზოიძისთვის აუღებელი დარტყმა გამოდგა.
აღსანიშნავია, რომ "ლურჯ-ყვითლები" იგებდნენ 2:0-ს, თუმცა შემდეგ, ქართულმა გუნდმა მოახდინა ქამბექი და მოწინააღმდეგე სტუმრად 2:3 დაამარცხა.
"დინამო" იმ სეზონში მოხვდა უეფას თასზე, პირველად და ჯერჯერობით უკანასკნელად. ცნობისთვის, თბილისელთა მთავარი მწვრთნელი გია გეგუჩაძე იყო.