VIDEO: ხისტ და დაძაბულ ბრძოლაში ბრაზილია სტუმრად ეკვადორს დაუზავდა
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში ბრაზილიის ეროვნული ნაკრები ესტუმრა ეკვადორს, რომელთანაც ითამაშა ფრე, ანგარიშით 1:1. "სელესაოს" მხრიდან გოლი კარლოს კაზემირომ გაიტანა.
მაყურებელმა იხილა ორი გაძევება, მათ შორის ბრაზილიიდანაც (ემერსონი). ამის გარდა, გაძევებასთან ახლოს იყო ალისონ ბეკერიც, რომელიც ყვითელი ბარათით დაისაჯა.