ავტორიზაცია

კაზემირო: "ვალვერდემ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ის დიდი ფეხბურთელია"

კაზემირო: "ვალვერდემ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ის დიდი ფეხბურთელია"
თარიღი 13 იან 2022, 15:53

მადრიდის "რეალის" საყრდენმა ნახევარმცველმა, კარლოს კაზემირომ ისაუბრა ესპანეთის სუპერთასზე, რომლის ნახევარფინალში მისმა გუნდმა "ბარსელონა" დაამარცხა.

"თავიდანვე ვიცოდით, რომ ადვილი არ იქნებოდა, რადგან ეს კლასიკოა. ორივე გუნდს მაღალი დონის ფეხბურთელები ჰყავს. ეს არის შესანიშნავი მატჩი, რომელშიც ყველას სურს მონაწილეობა.

ჩვენ შესანიშნავად დავიწყეთ და თამაში წავიკითხეთ. მერე გოლი გავუშვით, ალბათ ცოტა უიღბლობის გამო და გავედით ტაიმში 1-1-ით. მეორე ტაიმში ბურთი დავთმეთ და კონტრშეტევებზე ვითამაშეთ.

ამ გუნდში შეიძლება სხვადასხვანაირად ითამაშო, ყველას გვიყვარს ბურთის ფლობა, მაგრამ ასევე უნდა შეგეძლოს გაძლება, დაცვა და კონტრშეტევებზე თამაში. სხვანაირად არ გამოვა.

შეგვეძლო მატჩის შედეგის ადრე გადაწყვეტა, მაგრამ ყველამ დიდი სამუშაო გავაკეთეთ. ჩვენ უკვე ვფიქრობთ ფინალზე. ჩვენ შესანიშნავი შემადგენლობა გვყავს და დღეს ვალვერდე გოლით დაჯილდოვდა.

კარგად მუშაობს, ბევრს არ თამაშობს, მაგრამ მისი იმედი გვაქვს. ის დიდი ფეხბურთელია და ეს დღეს დაამტკიცა. ტიტულების მოსაგებად კარგი შემადგენლობა უნდა გყავდეს, ეს არის წარმატების გასაღები", - განაცხადა კაზემირომ.