VIDEO: კოსტა რიკამ ბრჭყალები გამოაჩინა და ჯგუფში ყველაფერი თავდაყირა დააყენა

მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში კოსტა რიკა იაპონიას დაუპირისპირდა.
მატჩი კოსტა რიკას მინიმალური სხვაობით გამარჯვებით 1:0 დასრულდა. შეხვედრის ერთადერთი გოლი 81-ე წუთზე კეიშერ ფიულერმა გაიტნა.
ამრიგად, ამ შედეგის გათვალისწინებით ჯგუფიდან გასვლის შანსს ოთხვივე ნაკრები ინარჩუნებს. მე-2 ტურის მეორე მატჩში ესპანეთის ნაკრები გერმანიას დაუპირისპირდება.