VIDEO: მანჩესტერ სიტიდან ქობულეთის შუქურაში - უკეთ გავიცნოთ აჭარელთა ახალწვეული
ქობულეთის "შუქურამ" ოფიციალურად დაადასტურა "მანჩესტერ სიტის" აკადემიის აღზრდილის, კოლინს ტეინორის ტრანსფერი. უკეთ გავიცნოთ აჭარელთა ახალწევული.
23-წლის განელი ცენტრალური ნახევარმცველი, რომელიც როგორც ავღნიშნეთ, ირიცხებოდა "ქალაქელების" ახალგაზრდულ აკადემიაში, 2015-2016 წლებში.
"შუქურას" ახალწვეულ ჰავბეკს "ლურჯების" მთავარ გუნდში არასდროს უთამაშია და თავისი კარიერის უმეტეს ნაწილს ის იჯარით სხვა კლუბებში ატარებდა.
აფრიკელ შუახაზელს უთამაშია "ნორდშელანში", "ჰობროში", "ტისტედში" (სამივე დანია) და "ბეერსხოტში" (ბელგია). ცნობისთვის, ხოსეპ გვარდიოლას გუნდის საკუთრებაში ტეინორი 2020 წლამდე იმყოფებოდა.
რაც შეეხება მის საერთაშორისო კარიერას, "ეტიჰადზე" მოხვედრის შემდეგ ის განის 17-წლამდელთა ეროვნულ ნაკრებშიც ირიცხებოდა.
კოლინსის სატრანსფერო ღირებულება ამ დროისთვის შეადგენს 100 ათას ევროს, ქობულეთში გადასვლის ფინანსური დეტალები კი არ ხმაურდება.
ვიდეოში შეგიძლიათ იხილოთ აჭარელთა ახალწევული ნახევარმცველის მოძრაობები ბურთთან. სამწუხაროდ, აფრიკელი ჰავბეკის სრულფასოვანი მომენტების კომპილაცია ინტერნეტში არ მოიპოვება.
ასევე იხილეთ: