VIDEO: მარსელისა და ანჟერის გულშემატკივრებმა ხელჩართული ჩხუბი საფეხბურთო მოედანზევე ატეხეს
ფრანგული ლიგა 1-ს მე-7 ტურში ერთმანეთს „ანჟერი“ და „მარსელი“ დაუპირისპირდნენ და მატჩ ფრედ 0:0 დასრულდა.
RMC Sport-ის ინფორმაციით, საფინალო სასტვენის შემდეგ „მარსელის“ გულშემატკივრები მოედანზე შეიჭრნენ და მეტოქე გუნდის ქომაგებისკენ გაეშურნენ. საბოლოოდ, ორივე ფან-ჯგუფი მოედანზე აღმოჩნდა და მათ ჩხუბი ატეხეს, რომლის მსვლელობისას სტადიონის მოწყობილობაც დაზიანდა.