VIDEO: მატჩის გმირი მნიშვნელოვან მატჩში - მაკარიძემ პენალტი მოიგერია
ლა ლიგა 2-ის 35-ე ტურში "ალმერია" ლიდერ "ესპანიოლს" დაუპირისპირდა და ფრედ 1:1 ითამაშა.
მასპინძელთა ქართველი მეკარე გიორგი მაკარიძე ძირითად შემადგენლობაში იყო.
მაკარიძემ 69-ე წუთზე პენალტი მოიგერია, გუნდი მარცხს გადაარჩინა და მატჩის გმირად იქცა.
35 ტურის შემდეგ, ქართველი მეკარის "ალმერიას" 61 ქულა აქვს, მესამე ადგილზეა და ლა ლიგაში დასაბრუნებლად იბრძვის.