VIDEO: მე-6 გოლი უნგრეთში - ბერიძემ კვლავ გაიტანა
უნგრეთის ჩემპიონატის მე-12 ტურში პუშკაშ აკადემიამ გათამაშების აუტსაიდერ უიპეშტს მინიმალური სხვაობით, 2-1 მოუგო.
შეხვედრის ერთადერთი გოლი უიპეშტის მხრიდან ქართველმა ნახევარმცველმა გიორგი ბერიძემ, თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან 95-ე წუთზე გაიტანა.
აღნიშნული გოლი 24 წლის შემტევისთვის მიმდინარე სეზონში მე-6 იყო, უშუალოდ უნგრეთის ჩემპიონატში კი მე-2.
მიმდინარე სეზონში სატურნირო ცხრილში უიპეშტის მდგომარეობა მძიმეა. ბერიძის გუნდს 8 ქულა აქვს და 12 ტურის შემდეგ ბოლო ადგილზეა.