VIDEO: ოსასუნასთან გამართული მატჩის შემდეგ ბარსას გულშემატკივრებმა ლაპორტას შეურაცხყოფა მიაყენეს
"ბარსელონას" პრეზიდენტს, ჟოან ლაპორტას ლა ლიგის მე-17 ტურში "ოსასუნასთან" (2:2) გამართული მატჩის შემდეგ კატალონიელთა გულშემატკივრებმა შეურაცხყოფა მიაყენეს, წერს Diario Sport.
ცნობილი ესპანური გამოცემის თანახმად, აღნიშნული დაპირისპირების შემდეგ ფანებმა კლუბის ხელმძღვანელისადმი უკმაყოფილება უხეშად გამოხატეს.
ლაპორტამ გულშემატკივართა პრეტენზიებზე პასუხის გაცემა სცადა, შემდეგ კი ავტომობილში ჩაჯდა და სტადიონ "ელ სადარის" ტერიტორია დატოვა.
შეგახსენებთ, ესპანეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში "ბარსა" 24 ქულით მე-8 ადგილს იკავებს და ლიდერ "რეალს" 18 ქულით ჩამორჩება.