VIDEO: ქართველების კარგი მატჩი და პაპუნაშვილის გოლი კვიპროსში
კვიპროსის ჩემპიონატი აგვისტოს ბოლოს განახლდება. მანამდე კი კლუბები ემზადებიან და ამხანაგურ მატჩებს მართავენ.
"აპოლონმა" ამხანაგური შეხვედრა "დოჰას" წინააღმდეგ გამართა და ფრედ 1:1 ითამაშა.
"აპოლონის" ქართველი შემტევები გიორგი პაპუნაშვილი და რევაზ ინჯგია ძირითად შემადგენლობაში იყვნენ, სრულად ითამაშეს და საკმაოდ კარგი მატჩიც ჩაატარეს.
ერთადერთი გოლი სწორედ პაპუმ გაიტანა, ინჯგია კი ფლანგზე აქტიური იყო და რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნა.
აქტიურად იწერებოდა, რომ პაპუნაშვილი "აპოლონს" დატოვებდა, თუმცა ფეხბურთელის აგენტმა ლევან ზუხბაიამ დაგვიდატურა, რომ ის გუნდში რჩება, მოქმედი კონტრაქტი აკავშირებს და ახალი სეზონისთვის ემზადება