VIDEO: ქართველი, რომელიც კორტრაიკის აკადემიაში 4 წლის ასაკში ჩაირიცხა - პირველი კონტრაქტი გაფორმებულია!
ცოტნე ბენდიანიშვილმა "კორტრაიკთან" პირველი პროფესიული კონტრაქტი გააფორმა. აღსანიშნავია, რომ ქართველი ცენტრალური ნახევარმცველი იყო ოთხი წლის, როდესაც ბელგიური კლუბის აკადემიაში პირველად ჩაირიცხა.
"თეთრ-წითლების" ჰავბეკი 12-წლის ასაკში წავიდა "გენტში", თუმცა მოგვიანებით კვლავ მშობლიურ კლუბში დაბრუნდა. ბენდიანიშვილი ახლა არის 18-წლის და ის დიდი ფეხბურთისთვის უკვე მომწიფდა.
დასავლეთ ფლანდრიელებმა ამ ფაქთან დაკავშირებით ქართველ შუახაზელს მიუძღვნეს ემოციური ვიდეო, ბავშვობის კადრებითა და მომავლის იმედით. წარმატებები ცოტნეს!