VIDEO: ქვილითაიას სუპერ მატჩი - ქართველმა კვიპროსში დუბლი გაიფორმა
კვიპროსის ჩემპიონატის მე-20 ტურის მატჩში აელ ლიმასოლი საკუთარ მოედანზე აპოელთან დამარცხდა.
აღნიშნულ მატჩში ბენეფისი ჰქონდა აპოელის ქართველ ფორვარდს გიორგი ქვილითაიას, რომელმაც დუბლი გაიფორმა. სასტარტო შემადგენლობაში იყო ბუბა დაუშვილი, ხოლო თორნიკე ოქრიაშვილი საქმეში 26-ე წუთიდან ჩაერთო.
გიორგი ქვილითაია ბოლო მატჩებია შესანიშნავ ფორმაშია. 28 წლის ფორვარდის სტატისტიკა მიმდინარე სეზონში აპოელის მაისურით შემდეგნაირია: 16 მატჩში 9 გოლი და 2 საგოლე პასი.