VIDEO: "საქართველოს ჰყავს მოთამაშე, რომელიც ჯარიმებს პენალტებივით ასრულებს", - ვის გულისხმობს ლორია?
საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ, გიორგი ლორიამ თავისი ერთ-ერთი თანამემამულის შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა:
"საქართველოს ჰყავს ფეხბურთელი, რომელიც ჯარიმებს პენალტებივით ასრულებს და ეს არის ნინუა. მჯერა, რომ ის პაოკში ათამაშდება.
ნიკა არის მაღალი დონის მოთამაშე, რომელიც თავის შანსს აუცილებლად გამოიყენებს. მის შესაძლებლობებში ეჭვი არ მეპარება".
სტატიის ზედა ნაწილში შეგიძლიათ იხილოთ ქართველი ცენტრალური ნახევარმცველის ულამაზესი ჯარიმები თბილისის "დინამოს" რიგებში.
ქვემოთ კი არის გოლით დასრულებული ჯერჯერობით ერთადერთი სტანდარტი უკვე სალონიკური გუნდის შემადგენლობაში.
ასევე იხილეთ:
"ვწუხვარ, რომ ამ გუნდში გადასვლა ვერ მოვახერხე", - ლორია ჩაშლილი ტრანსფერის შესახებ